პოლიციამ ინკასატორზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი გახსნა

ფოთში, სწრაფი გადახდის აპარატების ინკასატორზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი გახსნილია. დაკავებულია ორი პირი. გამოძიების ინფორმაციით, ნიღბიანმა და დანით შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა სწრაფი ჩარიცხვის აპარატების ერთ-ერთი კომპანიის ინკასატორს თავისუფლება აღუკვეთეს, რის შემდეგაც დაზარალებულის ავტომანქანაში არსებული, კომპანიის კუთვნილი თანხა, რაც 40 ათასამდე ლარს შეადგენდა, მიითვისეს. სამართალდამცველებმა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს ავტომობილში დამონტაჟებული ვიდეო რეგისტრატორი, რომლის მეხსიერების ბარათზე დანაშაულის ამსახველი ჩანაწერი ფიქსირდება. ორივე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად შეეფარდა პატიმრობა. დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დატოვე კომენტარი