პლასტიკის ჭურჭლის იმპორტის აკრძალვა

პლასტმასის ჭურჭლის გამოყენება მომავალი წლიდან სრულად აიკრძალება.

ახალი რეგულაცია კვებისთვის ერთჯერადად გამოსაყენებელ პროდუქციაზე გავრცელდება. მიზეზი ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებების შემცველობაა. ბოლო კვლევების მიხედვით, მითითებული პროდუქტების ხშირი მოხმარება ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს იწვევს, განსაკუთრებული აქცენტი რეპროდუქციულ სისტემაზე კეთდება. პლასტმასის ჭურჭლის იმპორტი მომავალი წლის იანვრიდან დაშვებული აღარ იქნება, 2026 წლის აპრილიდან კი რეალიზატორებს მათი გაყიდვის უფლება აღარ ექნებათ.