უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შესახებ წერს სოციალურ ქსელში.
„მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი უნგრეთში. ჩვენ ახლა იმ დროში ვიმყოფებით, როდესაც ჩვენმა ქვეყნებმა მუდმივად უნდა იბრძოლონ თავიანთი სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად უსაფრთხოების უპრეცედენტო გამოწვევების ფონზე. ერთი რამ ცხადია: შეგვიძლია, ერთმანეთის იმედი გვქონდეს“, – წერს სიიარტო.