პიტერ სიიარტოს განცხადება

15:12, 11.01.2026

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ევროპელი ლიდერები რუსეთ-უკრაინის ომის ესკალაციის რისკის გამო გააკრიტიკა. ის ფიქრობს, რომ ბრიუსელში ჯანსაღი აზრი სრულიად დაიკარგა და ევროპელი ლიდერები ომის ფანატიზმში დაადანაშაულა. „გასულ შაბათ-კვირას პარიზის შეთანხმება გახდა საჯარო. ამის მიხედვით, ევროპის ორმა ბირთვულმა ძალამ გადაწყვიტა ჯარების უკრაინაში გაგზავნა. ეს პრაქტიკულად ნიშნავს, რომ ევროპის ბირთვულმა ძალებმა ომში ჩართვა დაიწყეს და მათი მიზანი ომის მთელ ევროპაზე გავრცელებაა. ბრიუსელის საომარი პოლიტიკა უნგრეთს უდიდეს საფრთხეში აგდებს“ – აცხადებს სიიარტო.

მსგავსი