პირველკურსელთა მიღების საზეიმო ცერემონია

სპორტის ახალ სასახლეში სპორტის უნივერსიტეტის პირველკურსელთა მიღების საზეიმო ცერემონია გაიმართა. „ჩემპიონები სწავლობენ აქ“ – არის უნივერსიტეტის სლოგანი. დააჯილდოეს პარიზის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები, ყველა მონაწილეს გადაეცა სპეციალური სიგელები. გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან. ისაუბრეს სასწავლო პროგრამებსა და სტიპენდიებზე.