პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო
პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო დღეს 9 საათიდან. პროცესი 3 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებ გვერდზე. ამ პროცესს ბავშვის მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი უზრუნველყოფს. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება 6 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება. პირველ კლასში ჩასარიცხად საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალის ნახვა განათლების სამინისტროს ოფიციალურ ვებ გვერდზეა შესაძლებელი.