პირველი სურსათის ბანკი საქართველოში

21:54, 18.03.2025

სურსათს, რომლის ვადის გასვლამდეც ცოტა დროა დარჩენილი, ან შეფუთვაა დაზიანებული, მოსახლეობის განსაზღვრული კატეგორია მიიღებს. მსგავსი პროდუქციის დახარისხებას და ბენეფიციარებისთვის გადაცემას კი სურსათის ბანკი უზრუნველყოფს, რომელიც საქმიანობას აპრილის ბოლოდან დაიწყებს. იმის გასარკვევად,  აკმაყოფილებს თუ არა სურსათი უვნებლობის სტანდარტებს, პროდუქციას სწორედ სურსათის ბანკი შეამოწმებს. დანაკარგების შემცირებასა და ნარჩენების მართვაზე მუშაობა ფასთან ერთად წლების წინ დაიწყო. საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებებით ბიზნესოპერატორი, რომელიც სურსათის ბანკს სურსათს უსასყიდლოდ შესწირავს, მიწოდებულ პროდუქციაზე დამატებული ღირებულების და მოგების გადასახადს აღარ გადაიხდის.

მსგავსი