პირველი ქულა ევრო 2024-ზე – პრემიერის მილოცვა
ევრო 2024-ზე მოპოვებულ პირველ ქულას საქართველოს ნაკრებსა და გულშემატკივარს ულოცავს ქვეყნის პრემიერი.
ირაკლი კობახიძე ქართველ ფეხბურთელებს მადლობას უხდის და ფეისბუქზე წერს: „ჯერ იყო ევროპაზე პირველი გასვლა, შემდეგ ევროპაზე პირველი გოლი, ახლა ევროპაზე პირველი ქულა, 26-ში კი ევროპაზე პირველი მოგების ჯერია! 26 ჩვენი დღეა! მადლობა ბიჭებს! “ – აღნიშნავს პრემიერი.
საქართველოს ნაკრებს მადლობას უხდის უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე, რომელიც სოციალურ ქსელში წერს: „პირველი ქულა ევროპაზე! კიდევ ერთხელ მადლობა ბიჭებს თავდადებისთვის! მადლობა ქართველ გულშემატკივრებს ასეთი ქომაგობისთვის!“