პირველი ქართული ტელევიზია 65 წლისაა

საქართველოს პირველი არხი იუბილარია.

ქვეყნის პირველ ტელევიზიას დღეს 65 წელი შეუსრულდა. თარიღის აღსანიშნავად ამ წუთებში კინოთეატრ „ამირანში“ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მომზადებული ფილმის „ჯადოსნური ახალი წელი, ანუ ერთი კოცნის ისტორია“ დახურული ჩვენება მიმდინარეობს. ფილმი კომპანია „ვუდენ მანქიმ“ გადაიღო. ფილმის რეჟისორები გიორგი ებრალიძე და ჯაბა მელქაძე არიან, სცენარის ავტორი ირაკლი სოლომონაშვილი, პროდიუსერი კი ელენე კოლელიშვილია. სურათის სატელევიზიო პრემიერას საქართველოს პირველი არხის მაყურებელი ხვალ, ზუსტად 22 საათზე, „მოამბის“ დასრულების შემდეგ ნახავს.

მარიკა შალიკაშვილი იმყოფება დახურულ პრემიერაზე კინოთეატრ „ამირანში“.