პირველი არხის წარმატება ხალხური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე
საქართველოს პირველი არხის მეგაპროექტის წარმატება და საერთაშორისო აღიარება. პირველი არხის პროექტ „ხალხურში“ ანსამბლ „ახალი ბანას“ შესრულებულმა სიმღერამ, „ნადურმა“ ჩეხეთში ხალხური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე გაიმარჯვა. სიმღერა „ნადური“ აუდიტორიის რჩეული გახდა. ფესტივალი სლოვაკეთის ტელევიზიისა და რადიოს ორგანიზებით და ევროპის მაუწყებელთა კავშირთან თანამშრომლობით ჩატარდა. ფესტივალზე 14 ქვეყნიდან 31 ჩანაწერი იყო წარდგენილი. სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები საერთაშორისო ჟიურიმ გამოავლინა.
ფესტივალის ისტორიაში წელს პირველად აუდიტორიის რჩეული ხმის მიცემის საფუძველზე გამოვლინდა – ქართული ხალხური სიმღერისთვის გადაცემული პრიზი სლოვაკეთში საქართველოს ელჩს გადასცეს. საქართველოს პირველი არხის ეთერში და სხვადასხვა პლატფორმებზე ხალხურ მუსიკას და მის პოპულარიზაციას არაერთი პროექტი ეძღვნება.