პირველი არხის კორესპონდენტის გამოკითხვა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში აქციების დროს დაშავებული მედიის წარმომადგენლების საქმეებზე გამოძიება მიმდინარეობს.
საქართველოს პირველი არხის ოპერატორის, ბესიკ გაფრინდაშვილის საქმეზე დღეს გამოკითხვაზე იმყოფებოდა პირველი არხის კორესპონდენტი, გიორგი იდუკაშილი. ის ბესიკ გაფრინდაშვილთან ერთად მუშაობდა რუსთაველის გამზირზე, როდესაც ოპერატორს დამიზნებით ესროლეს ფოირვერკი. ოპერატორს ის ხელში მოხვდა. მან მიიღო დამწვრობა. ამჟამად ის თავს კარგად გრძნობს და განაგრძობს პროფესიული მოვალეობის შესრულებას.