პირველი არხის ახალი პროექტი

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კიდევ ერთი ახალი პროექტი დაიწყო.

მსოფლიო რადიო ბაზარზე არსებული ტენდენციების და ევროპის მაუწყებელთა კავშირის რეკომენდაციების გათვალისწინებით, ახალი პროექტის, „შენი აუდიო სივრცე“ ნახვა ვებ-გვერდ 1tvpodcast.ge-ზე უკვე შესაძლებელია. საქართველოს რადიოს აუდიო-სივრცე – ეს არის რეკლამისგან თავისუფალი უსაფრთხო მედია. მაუწყებლის გენერალური დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილს განცხადებით, საიტი იძლევა საშუალებას მოუსმინო იმას, რაც გინდა და გაინტერესებს. მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდა აუდიტორია უპირატესობას სწორედ „პოდკასტს“ ანიჭებს. საქართველოს რადიოს მიერ მომზადებული „პოდკასტები“ სწორედ ამ აუდიტორიის მოზიდვას და დაინტერესებას ისახავს მიზნად. პროექტის განხორციელებას წინ უძღოდა ევროპის მაუწყებელთა კავშირის  აკადემიის მხარდაჭერით, საქართველოს პირველი არხის რადიო და ონლაინ-მედიის თანამშრომლებისთვის ჩატარებული ტრენინგები.