„პირველი არხი – სცენა“ – ჯაზის საღამო, 28 თებერვალს, 21:00
კონცერტი „ჯაზის საღამო” 28 თებერვალს, 21:00 საათზე შედგება, მონაწილეობას კი მიიღებენ JANNGO, ნინი ნუცუბიძე, ანნა დოი, ბექა გოჩიაშვილი, ლევან დეისაძე და ზაზა ცერცვაძე.
ჯაზის საღამო – ბილეთის შეძენა.
პირველი არხის უნიკალური პროექტი „პირველი არხი – სცენა“ მუსიკის მოყვარულებს შესაძლებლობას აძლევს, ვირტუალური ბილეთის საშუალებით, დაესწრონ სხვადასხვა კონცერტის ლაივტრანსლაციას.
„პირველი არხი – სცენა“ ყველა საშემსრულებლო ხელოვნებას ერთ ციფრულ პლატფორმაზე აერთიანებს. პორტალზე 1tvscena.ge შეგიძლიათ, ნახოთ სხვადასხვა ქართველი შემსრულებლის კონცერტის ჩანაწერები, ქართული ფილმები, თეატრალური წარმოდგენები, გამოფენები და დაათვალიეროთ ცნობილი ქართველი ფოტოგრაფების ნამუშევრები.