პირველადი ჯანდაცვის რეფორმა
ჯანდაცვის მინისტრმა პირველადი ჯანდაცვის რეფორმის მიმდინარეობა სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განიხილა. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, აუცილებელია პირველადი ჯანდაცვის როლის კიდევ უფრო გაძლიერება, რათა ამ რგოლმა სრულფასოვნად შეასრულოს თავისი ფუნქციები, ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა: დაავადებების პრევენცია, ვაქცინაცია, სკრინინგი და მოსახლეობისთვის საჭირო სერვისების დროული მიწოდება. რეფორმის ფარგლებში, მოქალაქეებისთვის სერვისები გაფართოვდება. დაემატება ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევები, ასევე დაინერგება დაფინანსების ახალი მოდელი, რომელიც ითვალისწინებს პაციენტების საჭიროებებს ასაკის მიხედვით და აფასებს სამედიცინო დაწესებულებების მიერ მიღწეულ შედეგებს. ახალ მოდელში, ამ ეტაპზე, 43 დაწესებულებაა ჩართული.