პირველად „ფერმაში“ - ეგზოტიკური ცხოველი, შინშილა და რეინჯერი გოგო თეთრიწყაროდან!

პირველად საქართველოში და პირველად გადაცემაში #ფერმა!

▶ გაიცანით შინშილა – ეგზოტიკური ცხოველი, რომელსაც უყვარს თამაში, მოფერება და ფერადი ნივთები.

▶ გაიგეთ რატომ ეშინია მას ხმაურის და როდის ებუტება ადამიანს. ნაშიერზე მზრუნველი მამრები, ცნობისმოყვარე მდედრები და მეწყვილესთან მიახლოებამდე აბაზანის მიღების ჩვევა, რომელსაც შინშილა არასდროს ღალატობს.

▶ გაეცანით მსოფლიო გამოცდილებას და გაიგეთ როგორ გადაიქცა ბეწვის მისაღებად შექმნილი მეურნეობები შინაური ცხოველების გამოსაზრდელ ადგილად.

▶ რუბრიკაში #არტიშოკი გაიცანით 25 წლის ქალი რეინჯერი, ლუსინე დოსტიბეგიანი. გაიგეთ რატომ აირჩია ქალისთვის უჩვეულო პროფესია, როგორ იცავს უშიშარი გოგო სამშვილდის დაცულ ტერიტორიას და როგორ ცდილობს თეთრიწყაროს რაიონის განვითარებას მასავით აქტიურ ახალგაზრდებთან ერთად.

ფერმა