პირდაპირი მიმოსვლა საქართველო-სერბეთს შორის

საქართველოსა და სერბეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო. დღეიდან, საქართველოს ავიაბაზარზე, ახალი ევროპული ავიაკომპანია Air Serbia შემოვიდა. ავიაკომპანია ბელგრადიდან თბილისის მიმართულებით და პირიქით, პირდაპირ რეისებს კვირაში სამჯერ შეასრულებს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა პირველი რეისის მგზავრები ცოტა ხნის წინ მიიღო.

თეონა მაჭარაშვილის ჩართვა აეროპორტიდან #მოამბე