პირადი საიდუმლოს უკანონო მოპოვება-შენახვაში ბრალდებულების – ბლოგერ უჩა აბაშიძისა და მისი მეუღლის, მარიამ იაშვილის საქმე – დღევანდელ პროცესზე ბრალდების მოწმეების დაკითხვა დაიწყო. მოუსმინეს ერთ დაზარალებულს და ორ ექსპერტს. პროცესი დახურულია, რადგან პირად საიდუმლოს ეხება.
პროკურორმა პროცესის შემდეგ განაცხადა, რომ მოწმეებმა საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებები დაადასტურეს, აბაშიძის ადვოკატის ცნობით კი, მოწმეთა დაკითხვისას არაერთი ხარვეზი გამოვლინდა და მათი ჩვენებები არ იყო თანმიმდევრული. სხდომას არცერთი ბრალდებული არ დასწრებია. აბაშიძეს პირადი საიდუმლოს ხელყოფის გარდა, არარეგისტრირებულ ვაზნებზეც აქვს ბრალი წარდგენილი, რომელიც მისი სახლიდან რეგისტრირებულ იარაღთან ერთად ამოიღეს.