ბლოგერსა და სამხედრო ექსპერტს უჩა აბაშიძეს ბრალი ორი მუხლით ოფიციალურად წარუდგინეს. მას გამოძიება იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვასა და ახლა უკვე ინტიმური კავშირის ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვებას და შენახვას ედავება. ამავე მუხლით დაკავებულია ბლოგერის მეუღლე მარიამ იაშვილიც, რომელიც უკვე გადაყვანილია იზოლატორში. ის დუმილის უფლებას იყენებს.
უჩა აბაშიძე სახელმწიფო უწყებების ვებგვერდებზე განხორციელებული კიბერშეტევის ფარგლებში დაწყებული გამოძიების მიმდინარეობისას მას შემდეგ დააკავეს, რაც სამართალდამცავებმა მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას იარაღი და საბრძოლო ვაზნები ამოიღეს.
საქმის დეტალებს ბელა ზაქაიძე გაგვაცნობს.