„აქტუალური შაბათი“ – 18 ივნისს, 21:00
პერსპექტივიდან კანდიდატობამდე გასავლელი გზა და პოლიტიკური რეალობა. რამაზ საყვარელიძის, ბაკურ კვაშილავას და ხათუნა ბურკაძის დისკუსია „აქტუალურ შაბათში“.
დასავლეთის პოლიტიკური გადაწყვეტილება და ევროპული პერსპექტივა კანდიდატის სტატუსის ნაცვლად.
საშინაო დავალება საქართველოსთვის, რომელიც ევროპის ღია კარისკენ გზამკვლევი უნდა გახდეს. რას ითხოვს ევროკავშირი და რა პასუხი აქვს ასოცირებულ ტრიოში უსტატუსოდ დარჩენილ ქვეყანას.
სტუმრები: რამაზ საყვარელიძე – პოლიტოლოგი; ბაკურ კვაშილავა – პოლიტოლოგი, GIPA-ს სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი. ხათუნა ბურკაძე – ანალიტიკური ცენტრის . „ჯეოქეისის” ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური მიმართულების დირექტორი