პერსონალური ასისტენტის სერვისი შშმ პირებისთვის

ახალი სერვისით ისარგებლებენ შშმ პირები.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს პერსონალური ასისტენტები მოემსახურებიან. საპილოტე პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე ამოქმედდა. ასისტენტის მომსახურებისთვის ბენეფიციარებს სხვადასხვა პროცედურის გავლა მოუწევთ. აუცილებელია შესაბამისი სამედიცინო ცნობების წარდგენა და კონკრეტული საჭიროებების დასაბუთება. სიახლეს დადებითად ხვდებიან, თუმცა სერვისთან დაკავშირებულ ხარვეზებზე და არასაკმარის რესურსებზე საუბრობენ შშ პირები.