პერევი-ქარძმანის ე.წ. გამშვები პუნქტი გაიხსნა

პერევი-ქარძმანის ე.წ. გამშვები პუნქტი გაიხსნა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი მოქალაქეები საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ამ დროისთვის უკვე ახერხებენ.

საოკუპაციო რეჟიმმა, საახალწლო დღეებში, ღიად დარჩენილი ერთადერთი გადასასვლელი 30 დეკემბერს ჩაკეტა. მიზეზად უსაფრთხოების გაძლიერება დაასახელეს.

ირმა ჭოლაძე დეტალებით.