პენსიების გაცემის წესი

საქართველოში პენსიის გაცემის წესი იცვლება – დღეიდან თანხის აღება მოქალაქეებს 1-დან 14 რიცხვამდე შეეძლებათ. ინიციატივის მთავარი მიზანია, საბანკო მომსახურება კიდევ უფრო კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში მოხდეს და მოქალაქეების დაცვა პანდემიის პერიოდში ვირუსით დაინფიცირების მომატებული საფრთხეებისგან. რაც შეეხება რეგიონებსა და სოფლებს, სადაც არ არის „ლიბერთის“ სერვისცენტრები, მაცხოვრებლებს ყოველი თვის 14 რიცხვიდან მოემსახურება „ლიბერთი ექსპრესის“ მობილური ბანკი და შესაბამისი გრაფიკები ხელმისაწვდომი იქნება ადგილობრივ თვითმმართველობებსა და გამგეობებში.