პენიტენციური სამსახურის განცხადება

ელენე ხოშტარიას ადვოკატის და ოჯახის განცხადებას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით, ეხმაურება პენიტენციური დაწესებულება. ოფიციალური ინფორმაციით, ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა შესაბამისი პირობით და შეუფერხებლად სარგებლობს სამედიცინო სერვისებით. უწყების ცნობით, ხოშტარიას კონსულტაცია გაეწია კარდიოლოგის, ნევროლოგის, ოფთალმოლოგის, გინეკოლოგის, ფსიქიატრის და რევმატოლოგის მიერ. მას ჩატარებული აქვს არაერთი კვლევა, მათ შორის, ხერხემლის და ზურგის ტვინის „მრტ“-კვლევა. „დროას“ ლიდერს რევმატოლოგთან მორიგი კონსულტაცია დღეს აქვს ჩანიშნული. ელენე ხოშტარიას დიაგნოზის აბსოლუტური უმეტესობა დადგენილი ჰქონდა დაწესებულებაში შემოსახლებამდე და ისინი წარმოადგენს ქრონიკულ დაავადებებს, რომელთათვისაც დამახასიათებელია პერიოდული გამწვავება. სამედიცინო პერსონალთან ჩივილებს და უკმაყოფილებას არ აფიქსირებს. უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით. ჯანმრთელობის მდგომარეობის რაიმე სახით ან ფორმით გაუარესება არ მომხდარა.