პელე იუბილარია

ფიფას მიერ მეოცე საუკუნის ფეხბურთელად აღიარებული პელე დღეს იუბილარია. ედსონ არანტეს დო ნასიმენტო ბრაზილიაში, ტრეს კორაკოში 1940 წლის 23 ოქტომბერს დაიბადა. მრავალწლიანი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში პელემ ოფიციალურად 1283 გილი გაიტანა, მათგან 77 ბრაზილიის ეროვნული გუნდის შემადგენლობაში. ის 1958 წელს გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. ის არის ყველა პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი საკლუბო თუ სანაკრებო დონეზე. აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ კი იგი გახდა „იუნისეფისა“ და გაერთიანებული სამეფოს ელჩი ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის საკითხებში. გარკვეული პერიოდი პელე ბრაზილიის სპორტის მინისტრიც იყო.

ავტორი: გვანცა გიორგაძე

ახალი დღე

დატოვე კომენტარი