პეკინის გამზირზე მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით, მოწმეების დაკითხვა მიმდინარეობს
პეკინის გამზირზე მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით, ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში მოწმეების დაკითხვა მიმდინარეობს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა და როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, მათ დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი დაინახეს, რომელიც თანმხლებ პირთან ერთად შველას ითხოვდა. ადგილზე მისული იყო სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
არსებული ინფორმაციით,ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით იყო დაჭრილი და ის ადგილობრივი მცხოვრები არ ყოფილა. მოსახლეობა ვარაუდობს, რომ შემთხვევა სხვა ადგილას მოხდა და დაშავებულებმა ამის შემდეგ გადაინაცვლეს პეკინის 15 ნომერთან. დაკავებულია თუ არა სავარაუდო დამნაშავე, ამის შესახებ ჯერ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.