დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით

12:20, 30.10.2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში, სხვადასხვა დროს ექვსი პირი დააკავეს, მათ შორის სამი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, დროებითი საცხოვრებელი ბინებისა და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: კილოგრამზე მეტი „გამომშრალი მარიხუანა“ და 400 გრამამდე სინთეზური ნარკოტიკი. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი