პაველ ჰერჩინსკის სიტყვა - ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2024

„მზია ამაღლობელი ჟურნალისტური სიმამაცისა და სამართლიანობისთვის შეუპოვარი ბრძოლის სიმბოლოა, ვაგრძელებთ მოწოდებას, რომ ის დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს“ – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ელჩის შეფასებით, „დღეს არის მცდელობა, გააჩუმონ საპირისპირო აზრის გამომხატველი ხმა და ამავდროულად, დაუსჯელი დარჩეს ის, ვინც ჟურნალისტებზე ძალადობს“ – მისივე განმარტებით, აღნიშნული მოცემულობა მიუღებელია იმ ქვეყნისთვის, რომელიც ევროკავშირის წევრობისკენ ისწრაფვის. ჰერჩინსკის შეფასებით, ჟურნალისტებისთვის საქართველოში არსებული მდგომარეობა ძალიან მძიმეა, გარემო კი – მტრული. მისივე თქმით, მუქარა და ძალადობა, რომელსაც ჟურნალისტები ყოველდღე აწყდებიან, იმატებს. საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებით, ყველამ უნდა გამოიჩინოს სიმტკიცე იმ ვალდებულების წინაშე – რასაც დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის დაცვვა ჰქვია.