პაველ ჰერჩინსკის კომენტარი

15:08, 21.06.2025

„ვწუხვარ, რომ ყველაზე ახალგაზრდა, ჭკვიანი ადამიანები სწავლის, მუშაობის და საქართველოს განვითარებაში წვლილის შეტანის ნაცვლად, ცხოვრების საუკეთესო დროს ციხეში ატარებენ“, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა განაცხადა. პაველ ჰერჩინკის პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული მათე დევიძის საქმეს გამოეხმაურა, რომელსაც სასამართლომ 4 წლითა და ექვსი თვით პატიმრობა შეუფარდა. დიპლომატის თქმით, საქართველოში ახალგაზრდები, რომელთაც უყვართ თავიანთი ქვეყანა, უკეთეს მომავალს იმსახურებენ.

 

მსგავსი