„პატრიოტთა ალიანსის“ შეკრება

„პატრიოტთა ალიანსი“ სპორტის სასახლეში შეკრებას მართავს. პარტიის ლიდერების განცხადებით, დღევანდელ გამოსვლებში ისინი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურებიან. რაც შეეხება შეკრების მთავარ ლოზუნგს, ირმა ინაშვილის განცხადებით, ეს იქნება „არა ნაციონალურ მოძრაობას, არა ოცნებას“. პარტიის ლიდერის თქმით, ყველაფერი რაც ქვეყანაში ხდება „ქართული ოცნების“ მიერ წარმოებული არასწორი პოლიტიკის შედეგია და ამ პოლიტიკამ საქართველო საომარი ვითარების წინაშე დააყენა.

„პატრიოტთა ალიანსი“ მსგავსი შეკრებების გამართვას რეგიონებში გააგრძელებს. შეკრება უკვე დაგეგმილია ბათუმში, ერას მოედანზე.