„პატრიოტთა ალიანსის“ პრესკონფერენცია

„პატრიოტთა ალიანსი“ საერთაშორისო კონფერენციაზე გუშინ მომხდარი ინცინდენტის გამო, აშშ-ის საელჩოსთვის ნოტის გაგზავნას გეგმავს და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის დევიდ კრამერისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს.

გიორგი ლომიას განმარტებით, საერთაშორისო კონფერენციაზე ირმა ინაშვილი საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად მივიდა, ამიტომ, მისი აზრით, მომხდარის პროვოკაციად შეფასება და „პატრიოტთა ალიანსისთვის“ პრორუსული პარტიის იარლიყის მიკერება უსაფუძვლოა.