„პატრიოტთა ალიანსის“ ბრიფინგი

რუსთავში, „პატრიოტთა ალიანსის“ რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა პაატა ჯიბლაძემ უკანონო მშენებლობების თემაზე ბრიფინგი გამართა. ჯიბლაძის განმარტებით, დავით კირკიტაძის საარჩევნო დაპირებები და ის ხუთპუნქტიანი გეგმა, რომელიც მოსახლეობას წარუდგინა, ტყუილია.

ჯიბლაძე კირკიტაძეს გუბერნატორობის პერიოდში მიწების, მათ შორის სკვერების უკანონო გასხვისებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ყოფილ გუბერნატორს კვლავ მოსახლეობის მოტყუება სურს.