"პატრიოტთა ალიანსის" ბორჯომის მერობის კანდიდატი მმართველ გუნდს ამომრჩეველზე ზეწოლაში ადანაშაულებს

 “პატრიოტთა ალიანსის” მერობის კანდიდატი ბორჯომში მმართველ გუნდს ამომრჩეველზე ზეწოლაში ადანაშაულებს. თუმცა, ზაზა ჩაჩანიძის ბრალდებებს მისი კონკურენტი “ქართული ოცნებიდან”, კატეგორიულად უარყოფს.

პირველ ტურში კანდიდატების შედეგები სულ 24 ხმით განსხვავდებოდა, თუმცა 50-აინი ბარიერის გადალახვა, ვერც ერთმა შეძლო.

ზაზა ჩაჩანიძეს ოპოზიციური პარტიიდან და ლევან ლიპარტიას მმართველი გუნდიდან საკუთარი უპირატესობის დამტკიცება კიდევ ერთხელ უწევთ.