„პატრიოტთა ალიანსის“ აქცია აშშ-ის საელჩოსთან

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან აქცია გამართა. პროტესტი ამერიკული საერთაშორისო ორგანიზაციების  „ენდიაის“  და „აირაის“  თბილისის ფილიალების წინააღმდეგაა მიმართული და საქართველოში საზოგადოებრივი აზრის კვლევებს უკავშირდება. „პატრიოტთა ალიანსში“ აცხადებენ, რომ საელჩოსთან აქციით, სურთ მიმართონ ამერიკის ხელისუფლებას, რომ „დაასრულოს საქართველოში „ენდიაისა“ და „აირაის“ მავნე საქმიანობა“. „პატრიოტთა ალიანსში“ მიაჩნიათ, რომ გავლენიანი ამერიკული ორგანიზაციების თბილისის ფილიალები, საქართველოში ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევიან.