ნათლობის დასრულების შემდეგ, პატრიარქმა იქადაგა და ნათლულები დალოცა, ასევე ისაუბრა ნათლობის მნიშვნელობაზე. პატრიარქის განცხადებით, დაცემული გონება ადამიანს მოუწოდებს, იცხოვროს საკუთარი სურვილისამებრ, საკუთარი შეხედულებით და არა ღვთის ნების მიხედვით, ადამიანებმა კი უნდა შეასრულონ ღვთის მცნებები, ჰქონდეთ სინანული და ვედრებით უფალს მიმართავდნენ.