ასობით მოქალაქე თბილისისკენ მოემართება ფოთიდან. მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა დილიდან დაიწყო და უფასოდ ემსახურება ყველა მსურველს, რომელსაც პატრიარქთან გამომშვიდობება უნდა. მლოცველები თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში იმ ათასობით ადამიანს შეუერთდებიან, რომლებიც ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან პატრიარქის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად ჩამოდიან.