პატრიარქის საკვირაო ქადაგება

მართლმადიდებელი ეკლესია ყველა წმინდანის ხსენების დღეს აღნიშნავს. სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა, რის შემდეგაც, შიო მესამემ მრევლს ქადაგებით მიმართა. პატრიარქმა მოსახლეობას დღევანდელი დღე მიულოცა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. დღესვე, 17:00 საათზე სამების საკათედრო ტაძარში საყოველთაო ნათლობის მორიგი, 73-ე ეტაპი გაიმართება. ჯვარდაწერილი წყვილის ყოველ მესამე და შემდეგ ბავშვს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მონათლავს. 20:00 საათზე კი შიო მესამე ნათლულებს დალოცავს.