პატრიარქის ქადაგება ამაღლების დღესასწაულზე
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს აღდგომიდან მეორმოცე დღეს, ამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს. უწმინდესმა და უნეტარესმა შიო lll-მ ამაღლების სახელობის ტაძარში წირვა-ლოცვა აღავლინა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წირვის შემდეგ მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა და ქადაგებით მიმართა. უწმინდესის თქმით, ადამიანებს უნდა ახსოვდეს, რომ მიწიერი ცხოვრება არის დროებითი მგზავრობა და ჩვენი მარადიული სამშობლო ზეცაშია. მისი თქმით, სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი ადამიანებმა თავიანთ სულიერ მდგომარეობაზე იფიქრონ. ქადაგების შემდგ, შიო მესამემ ტაძრის ეზოში შეკრებილი მრევლი დალოცა.