პატრიარქის ქადაგება

15:22, 27.09.2026

მართლმადიდებელი სამყარო ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს. სამების საკათედრო ტაძარში წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქმა აფხაზეთის ომში გარდაცვლილთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. მან ტაძარში შეკრებილებს ჯვართამაღლების დღესასწაული მიულოცა და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. შიო მესამემ ასევე გაიხსენა 33 წლის წინ აფხაზეთში განვითარებული მოვლენები და თქვა, რომ ეს იყო „ომი, რომელსაც გამარჯვებული არ ჰყავს“.

მსგავსი