ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე კავკასიის მედიცინის ცენტრშია მოთავსებული. პატრიარქი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. არსებული ინფორმაციით, ილია მეორეს მდგომარეობა წუხელ დამძიმდა. ჯანდაცვის მინისტრისა და ექიმების ინფორმაციით, მას გამოკვლევები და ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურა ჩაუტარდა. ექიმის ინფორმაციით, პატრიარქის მდგომარეობა საყურადღებოდ რჩება. კლინიკაში პატრიარქის მოსანახულებლად და ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად მივიდნენ პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, თბილისის მერი და სხვა ოფიციალური პირები. დილიდან ადგილზეა ჯანდაცვის მინისტრი.
ნათია ქენქაძის ჩართვა #მოამბე