ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე კავკასიის მედიცინის ცენტრშია მოთავსებული. პატრიარქი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. არსებული ინფორმაციით, ილია მეორეს მდგომარეობა წუხელ დამძიმდა. ჯანდაცვის მინისტრისა და ექიმების ინფორმაციით, მას გამოკვლევები და ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურა ჩაუტარდა. ექიმის ინფორმაციით, პატრიარქის მდგომარეობა ამჟამად სტაბილური, თუმცა საყურადღებო რჩება.
როგორია ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა – ნათია ქენაძის ჩართვა #მოამბე