პატრიარქი შიო მესამე ხონისა და სამტრედიის ეპარქიაში იმყოფება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III ხონისა და სამტრედიის ეპარქიაში იმყოფება. უწმინდესის და უნეტარესის ვიზიტი ხონისა და სამტრედიის ეპარქიის განახლების 30 წლისთავს უკავშირდება. თარიღთან დაკავშირებით, სამტრედიის დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა.
სამტრედიაში იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი და თბილისის მერი.
პატრიარქს ტაძრის ეზოში შეკრებილმა მრევლმა საზეიმო დახვედრა მოუწყო. უწმინდესმა კი შეკრებილები დალოცა.