პატიმართა წამების საქმე - შეფასებები 

პატიმრის წამების ამსახველი მასალის გავრცელების გამო მმართველ გუნდს აკრიტიკებს ოპოზიცია.

ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ ჩანაწერების გავრცელება პოლიტიკური სპეკულაციაა და მმართველი გუნდი მას კრიზისის დასაძლევად იყენებს. „ქართული ოცნების“ ლიდერები კი აცხადებენ, რომ მოქალაქეებთან ერთად მათ იხილეს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის ამსახველი მძიმე კადრები.