პასუხი სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს

თენგიზ ცერცვაძის მკაცრი პასუხი სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს.

„საქართველოში კოვიდ-19-ით ინფიცირებული პაციენტების გამოვლენა და რეგისტრაცია უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით ხდება, და მათი სანდოობა საერთაშორისო ინსტიტუციას თუ ექსპერტს ეჭვის ქვეშ არ დაუყენებია“ – ასეთია ინფექციური კლინიკის ხელმძღვანელის პასუხი, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებაზე, თითქოს ქვეყანაში ინფიცირებულთა სტატისტიკა ზუსტი არ არის.  თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ არსენ ტოროსიანმა უზუსტობისთვის ბოდიში უნდა მოიხადოს.  ამასთან განმარტავს, რომ თუნდაც ბოლო დღე-ღამეში მეზობელ სახელმწიფოში, ინფიცირების იმდენი შემთხვევა გამოვლინდა, რაც საქართველოს, ვირუსის გავრცელებიდან ორი თვის თავზე ჰქონდა. სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა „სპუტნიკ არმენიას“ ინფორმაციით, სომხეთის საზოგადოებრივი საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველო კოვიდ-19-ით დაავადებულთა სტატისტიკას სავარაუდოდ აყალბებს.

თენგიზ ცერცვაძე – ერთი კვირა ან 10 დღე დავაკვირდეთ, რა შედეგები ექნება შეზღუდვების მოხსნას, შემდეგ უნდა გაიხსნას მოლები, რესტორნები და აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა