პარტიების ფინანსებს ანტიკორუფციული ბიურო შეისწავლის

პარტია „საქართველოსთვის“ წევრები აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ ოპონენტებს „ნაციონალური მოძრაობის“ მეთოდებით ებრძვის. პარლამენტში განცხადება ბერდია სიჭინავამ გააკეთა. მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ რეპრესიულ ინსტრუმენტად აქცია. მისი განმარტებით, ფუნქცია მმართველმა გუნდმა აუდიტის სამსახურისგან უშუალოდ მის დაქვემდებარებაში არსებულ, ახლადშექმნილ ანტიკორუფციულ ბიუროს გადასცა.