პარტია „საქართველოსთვის“ განცხადება

პარტიამ „საქართველოსთვის“ საკრებულოების დაკომპლექტების კიდევ ერთი სამოქმედო გეგმა წარადგინა. ბერდია სიჭინავას განცხადებით, დღეს მარტვილსა და რუსთავში დააყენებს პარტია „საქართველოსთვის“ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს. სხვა მუნიციპალიტეტებში, სადაც მათ ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, სხდომებს დაესწრებიან, თუმცა, დაკომპლექტების პროცესში მონაწილეობას არ მიიღებენ.

სიჭინავას თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ მოქმედების პრინციპი იქნება ძალაუფლების ბალანსი და დაეფუძნება მუნიციპალიტეტებსა და იქ მცხოვრები მოსახლეობის ინტერესებს და ერთპარტიული მმართველობის წინააღმდეგ ძალთა ბალანსს.