ოზურგეთში, პარტიამ „საქართველოსთვის“ სიის ათეული და მაჟორიტარობის კანდიდატები ოფიციალურად წარადგინა. სია საზოგადოებას პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან დოლიძემ და მერობის კანდიდატმა, გია ცეცხლაძემ წარუდგინეს.
დღესვე დასახელდნენ მაჟორიტარობის კანდიდატებიც. პარტია „საქართველოსთვის“ სიის წარდგენა სოფელ ლიხაურში მერობის კანდიდატის, გია ცეცხლაძის მშობლიურ სოფელში გაიმართა.