პარტია „საქართველოსთვის“ ოფისის გახსნა გორში

გორში პარტია „საქართველოსთვის“ რეგიონული ორგანიზაცია გაიხსნა. ახალ ოფისში, გიორგი გახარია პარტიის ლიდერებთან ერთად მხარდამჭერებს შეხვდა.

პარტიის ლიდერებმა მხარდამჭერებს სამოქმედო გეგმა გააცნეს და ქვეყნის უსაფრთხოების საკითხზეც ისაუბრეს. დღეს გახარიას არ დაუსახელებია თუ ვინ იქნება თვითმმართველობის არჩევნებზე მათი კანდიდატები.  ყოფილი პრემიერი გამორიცხავს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალიანსს და ასევე ამბობს, რომ მათ არ ეყოლებათ საერთო კანდიდატი ოპოზიციასთან.  პარტია „საქართველოსთვის“ გორის ოფისთან 2018 წელს, სოფელ ხელთუბანში გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. ოჯახი გამოძიების მიმდინარეობაზე პასუხისმგებლობას გიორგი გახარიას აკისრებს და აცხადებს, რომ სწორედ მისგან მიიღეს დაპირება გამოძიების ობიექტურად წარმართვაზე, თუმცა მათი თქმით, მკვლელი ამ დრომდე დაუსჯელია.  გიორგი გახარიამ დღეს ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა, მათ შორის კითხვებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შესაძლო კავშირზე და ასევე ცესკო-ს თავმჯდომარის გადადგომის საკითხზე.

მოამბე

დატოვე კომენტარი