პარტია „საქართველოსთვის“ განცხადება 

პარტია „საქართველოსთვის“ მმართველ გუნდს ზეწოლასა და მუქარაში ადანაშაულებს. აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, „ქართული ოცნება“ მათ წარმომადგენლებს სოლიდურ თანხას სთავაზობს, გუნდის დატოვებას სანაცვლოდ.

ირაკლი მიქელაძე კონკრეტულ სახელებსა და გვარებს არ ამბობს, თუმცა აცხადებს, რომ ისინი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან.