„პარტია საქართველოსთვის“ განცხადება

ფრაქცია „საქართველოსთვის“ რუსთავში სატრანსპორტო საკითხების მოსაგვარებლად „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ანტიკორუფციული კომისიის შექმნას სთავაზობს. ნათია შელეგიას თქმით, ქალაქში ხუთი ავტობუსის დანიშვნით პრობლემა ვერ მოგვარდება, რადგან მგზავრობის საფასური მაღალია. ტარიფის ზრდა, როგორც რუსთავის მერიაში აცხადებენ, თვითნებურად, შეუთანხმებლად მოხდა.