პარტია „საქართველოსთვის“ განცხადება

პარტია „საქართველოსთვის“ „ქართულ ოცნებას“ ვიწროპარტიული ინტერესებით მოქმედების შეწყვეტისკენ მოუწოდებს. საუბარია, თვითმმართველი ქალაქების საკრებულოებში მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცებაზე. გიორგი გახარიას პარტიის წევრები აცხადებენ, რომ ქალაქების მთავარი ფინანსური დოკუმენტები ახლად არჩეული საკრებულოების შემადგენლობამ უნდა დაამტკიცოს.